Arduino (დასაწყისი)

წინამდებარე გაკვეთილები აღებულია წიგნიდან “Beginning Arduino 2010 by Michael McRoberts, 459გვ.”

გამოტოვებულია წინასიყვაობა, ინფორმაცია ავტორებზე და სხვა.

შესავალი

ამ ნაწილში ნაჩვენებია თუ როგორ დავაყენოთ არდუინოს დაპროგრამების პაკეტი(შეგიძლიათ გადმოწეროთ: http://arduino.cc/en/Main/Software) ვინდოუსისათვის. აქ და შემდგომშიც, ყველა გაკვეთლში მოხსენებულია Arduino Uno(სხვა მოდელის გამოყენება სპეციალურად იქნება მითითებული), თუმცა ჩვენი მიზნებისათვის არდუინოს ტიპს პრაქტიკულად დიდი მნიშვნელონა არ აქვს. რა თქმა უნდა სწავლების პროცესში დამატებით შეგიძლიათ და აუცილებელიც არის ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. მეც თქენთან ერთად ვიწყებ ამ გაკვეთილების გარჩევას და თუ უზუსტობებს ან შეცდომებს აღმოაჩენთ, დიდი ყურადღებით მოგისმენთ და ყველ შენიშვნას მადლიერებით მივიღებ. არდუინოს გარდა აუცილებლად დაგჭირდებათ USB კაბელი (A დან B-ზე გადამყვანიშესაეთებლით), ისეთი როგორიც გამოიყებენა პრიტერის კომიუტერთან შესაერთებლად. მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩართოთ.

სურ. 1-4.Arduino Duemilanove

*სურათების ნუმერაცია არის ისეთივე როგორც ეს მოყვანილია ორიგინალ წიგნში.

დაყენება WindowsXP-თვის

ზემოთ მოყვანილი საიტიდან ჩამოტვირთვის შემდეგ გახსენით არქივი და ამიღეთ ფაილები რომელიმე დირექტორიაში. შემდეგ შეაერთეთ თქვენი არდუინო კაბელის საშუალებით კომპიუტერთან, არდუინოზე აინთება კვების მწვანე შუქდიოდი (მარკირებულია როგორც PWR, თუ რას ნიშნავს PWR ახსნილია შემდგომ გაკვეთლებში) . ეკრანზე გამოვა შეტყობინება “Found new hardware: Arduino Uno(ან ის მოდელი რომელიც მიერთებულია კომპიუტერთან)და ეკრანზე გამოვა ახალი მოწობილობის დასაყენებელი დამხმარე შემდეგი შეტყობინებით: ”Found New Hardware Wizard. დააწკაპუნეთnext”.ამის შემდეგა Windows-იშეეცდება დააყენოს შესაბამისი დრაივერები. ეს პროცესი როგორც წესი ჩაიშლება, რაც ნორმალურია და არ ინერვიულოთ.

მარჯვენა ღილაკით დაუწკაპუნეთ My Computer და აირჩიეთ Manage.

გაიხსნება Computer Management, შედით System Tools-ში,

გადადით-დააწკაპუნეთ Event Manager. მარჯვენა მხარეს გამოჩნდება თქვენს სისტემაში არსებული მოწყობილობების სია. ხოლო Arduino Uno-ზე იქნება დასმული ყვითელი ძახილის ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ Arduino Uno არ არის დაყენებული ისე როგორც საჭიროა.

დაუწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ დრაივერების განახლება Update Driver.

გამოსულ პირველ გვერდზეაირჩიეთ “No, not this time” და დაუწკაპუნეთ next.

ამის შემდგომ აირჩიეთ “Install from a list or specific location (Advanced)”და ისევ დაუწკაპუნეთ next.

დაუწკაპუნეთ “Include this location in the search” და დააჭირეთ Browse.

გადადით იმ დირექტორიაში სადაც არდუინოს ჩამორვირთული არქივი გავთ ამოღებულ-გახსნილი და ისევ დაუწკაპუნეთ Next.

ვინდოუსი დააყენებს დრაივერებს და საბოლოოდ დაუწკაპუნეთ ღილაკს Finish.

Arduino Uno გამოჩნდება მოწობილობების სიაში, სადაც მოცემულია ”პორტები” Ports და მითითებული ექნება პორტის ნომერი (COM6). დირქტორიაში სადაც არდუინოს ფაილებია აქივიდან ამოღებული ორჯერ დაწკაპუნეთ არდუინოს საფირმო ნიშანზე და პროგრამირების მოდულიც გაიხსნება.

სურ 1-6.არდუინოს პროგრამირების მოდული (IDE) —- #1#

(Windows 7 & Vista -თვის შესაბამისი მანიპულაციის გაკეთება ზემოთ მოყვანილი პროცედურების შემდეგ არ უნდა გაგიჭირდეთ.

შენიშვნა (სურ. 1-5 )ამოღებულია, სადაც მოცემული ინსტალაცია ლინუქსისთვის)

შედით menu-შიდუწკაპუნეთჯერ Tools,შემდეგ Board (See სურ. 1-7).

სურ. 1-7. Tools მენიუ

გამოვა ფანჯარა boards (სურ. 1-8). აირჩიეთ არდუინოს ის მოდელი რომელიც თქვენ გაქვთ

სურ. 1-8. არდუინოს მოდელები

ისევ შედით მენიუში Tools, დაუწკაპუნეთ Serial Port, ამოირჩიეთ შესაბამისი პორტი მოცემული სიიდან (სურ. 1-9). ახლა ყველაფერი მზად არის პროგრამული კოდის, რომელსაც ეწოდება sketch ასაკრეფად და არდუინოში გადასატანად..

სურ. 1-9. Serial Port სია

პირველი Skatch-ის ჩატვირთვა

რადგან დრაივერები დაყენებულია, პროგრამირების მოდული გახნილია, არდუინოს მოდელი არჩეულია, ჩავტვირთოთ კოდი-ნიმუში ტესტირებისთვი, მანამ სანამ დავიწყებთ პირველ პროექტზე მუშაობას.

დაუწკაპუნეთ File menu (სურ. 1-10) ხოლო შემდეგ Examples.

სურ. 1-10. File menu

გაიშლება კოდი-ნიმუშების გრძელი ჩამონათვალი. ავარჩიოთ ყველაზე მარტივი. რისთვისაც დაუწკაპუნეთ Basics, ხოლო შემდეგ Blink (სურ. 1-11). Blink-ის sketch ანუ კოდი ჩაიტვირთება პროგრამირების მოდულში IDE (შემდგომში გამოვიყენოთ ტერნიმი IDE).

სურ. 1-11. ნიმუშების სია

დააჭირეთ ღილაკს Upload (ზედა რიგში მარცხნიდან მეექვსე) და დააკვირდით თქვენს არდუინოს. (თუ თქვენ გაქვთ არდუინოMini, NG, ან სვა მოდელი, შესაძლებელია IDEში Upload-ის დაჭერამდე საჭირო იყოს reset ღილაკის დაჭერა უშუალოდ არდუინოზე, დააკვირდით და ადვილად მიაგნებთ). არდუინოზე RX(მიღება) და TX(გადაცემა) შუქდიოდებმა უნდა დაიწყოს ციმციმი, რაც იმის მანიშნებელია, რომ მონაცემები გადაეცემა არდუინოს. როგორც კი კოდი წარმატებით ჩაიტვირთება არდუინოში, IDEstatusbar-ში გამოჩდება წარწერა Doneuploadingდა RX/TX შუქდიოდები ჩაქრება.

სურ. 1-12. LED13 -ის ციმციმი

რამოდენიმე წამში # 13 კონტაქტის შუქდიოდი დაიყებს ციმციმს ერთ წამიანი ინტერვალით, რაც იმის მანიშნებელია, რომ არდუინო სწორად არის ჩართული, დრაივერები დაყენებულია და კოდი არდუინოში წარმატებით ჩატვირთა. სურ. 1-12-ზე ნაჩვენები ანთებული შუქდიოდი შიდა წინაღობის გავლით მიერთებულია #13 ციფრულ კონტაქტზე. მიუხედავად ამისა #13 კონტაქტი თავისუფალია შემდგომი გამოყენებისათვის

ახლა გავეცნოთ IDE-ს ინტერფეისს.

არდუინოს IDE

IDEგაშვების შემდეგ მისი ინტერფეისი გამოიყურება ისე როგორც ეს მოცემულია სურ. 1-13. შეიძლება ცოტა განსვავებული იერი ჰქონდეს IDE-ს. მაგრამ ძირითადი ინტერფეისი მოყვანილია ქვემოთ. IDE გაყოფილია სამ ნაწილად: Toolbar ზემოთ, კოდებისანუ Sketch-ის ფანჯარა შუაში დაშეტყობინების ფანჯარა ქვემოთ. Toolbar წარმოდგენილია შვიდი ღილაკით. Toolbar-ის ქვემოთ მოთავსებულია პატარა იარლიყის ადგილი სადაც კოდის ანუ sketch-ის სახელი გამოისახება

სურ. 1-13. IDE-ს ინტერფეისი

 

სურ. 1-14

ღილაკებს განმარტბა:

Verify/Compile — ამოწმებს პროგრამული კოდების სისწორეს არდუინოში ჩატვირთვამდე.

Stop ————- აჩერებს serial monitor-ისმუშაობას.

New ————- ხსნის ახალ ”ფურცელს”ახალი sketch-ის შესაყვანად. IDE შეგეკითხებათ რა უნდა დაერქვას ახალ sketch-ს და სად იქნება ის შენახული.

Open ———— გახსნის შენახულ sketches-ს.

Save ————- შეინახავს sketch-ის ფანჯარაში შეყვანილ კოდს sketch ფაილში. შენახვის დამთავრების შემდეგ კოდების ფანჯარაში გამოვა შეტყობინება ”Done Saving.

Upload ———– ჩატვირთავს sketch-ის ფანჯარაში არსებულ კოდს არდუინოში. შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ჩატვირთვამდე დარწმუნდით, რომ არდუინოს ტიპი სწორად გაქვთ შერჩეული.

ასევე წესად შემოიღეთ, რომ ყოველი sketch შემოწმდეს შენახვის წინ და შენახული იქნეს არდუინოში ჩატვირთვამდე.

Serial Monitor — საჭირო ინსრტუმენტია კოდებზე სამუშაოდ და შეცდომების გასაწორებლად. მისი საშუალებით შესაძლებელია არდუინოდან გამოზავნილი მონაცემების კონტროლი. ასევევ მისი საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გაგზავნა არდუინოზე. Serial Monitor მუშაობის მაგალითი იხ.სურ. 1-15.

ქვედა მარჯვენ კუთხეში მოცემულია არდუინოსა და კომპიუტერს შორის გადაცემა/მიღების სიჩქარე ბიტი წამში (ბიტი/წმ). სტანდარტული სიჩქარეა 9600baud ანუ 9600ბიტი/წმ. რადგან ერთ სიმბოლო იკავებს 8 ბიტს ამიტომ 9600ბიტი/წმ ტოლია 1200სიმბოლო/წმ ანდ 1200ბაიტი/წმ.

 

სურ. 1-15. serial window მუშაობის დროს

ზედა ნაწილში განლაგებულია ფანჯარა სადაც შეიძლება ტექსტის შეყვანა და Send ღილაკით არდუინოზე გაგზავნა.

IDE-სქვემდა მაწილში განლაგებულია ფანჯარა სადაც შეიძლება შეცდომების ნახვა (წითელად მონიშნული ტექსტი)მაშინ როდესაც IDE ცდილობს არდუინოსთან შეერთებას, ან კოდების ჩატვირთვას, ან კოდების სიწორის შემოწმებას. ამ ფანჯრის მარცხენა მხარეს გამოისახება ნომერი, რომელიც შეესაბამება შეცდომის ადგილმდებარებას, რაც აადვილებს ამ შეცდომეის მოძებნას და გასწორება.

 IDE-ს ზედა მხარეს ასევევ გალაგებულია მენიუ (სურ. 1-16).

სურ. 1-16. IDE მენიუ

პირველი მენიუში (სურ. 1-17). მოცემულია ინფორმაცია არდუინოს IDE-ს შესახებ: ვერსიის ნომერი, ავტორები და ა.შ.

სურ. 1-17. მენიუ Arduino

Preferences ნიშნავს ინტერფეისის ვიზუალური ეფექტის არჩევას. ხოლო Quit ნიშნავს პროგრამიდან გასვლას.

სურ.1-18. მენიუ File

New – ახალი sketch, open – შენახული sketch გახნა, Sketchbook sketch-ების შესანახი დირექტორია, Examples – ნიმუშები, Close – დახურვა, Save – შენახვა, Save As – შენახვა როგორც, Upload I/O Board – კოდის გაგზავნა არდუინოზე, Page Setup – გვერდის მახასიათებლების დაყენება, Print – ბეჭდვა.

სურ. 1-19. მენიუ Edit

მე მგონის როგორც წინა მენიუ, აქაც ყველფერი გასაგები უნდა იყოს.

სურ.1-20. მენიუ Sketch

მენიუ Sketch (სურ. 1-20) შეიცავს Verify/Compile-(შედარება/კომპილაცია) და სხვა სასარგებლო პუნქტებს. Show Sketch folderSketch დირექტორიის ჩვენება, Library -ბიბლიოთეკა , რომელიც გამოჩენს ხელმისაწვდომ ბიბლიოთეკებს.

Library არის კოდების კრებული, რომლებიც საჭირეობისამებრ შეიძლება ჩართული იყოს თქვენს sketch-ში to რომ გაფართოვთოვდეს, გაძლერდეს თქვენი პროექტის შესაძლებლობები. ამით თავიდან აიცილებთ ველოსიპედის გამოგონებას, დაზოგავთ დროს და შეძლებთ თქვენს მიერ ან სხვისი შექმნილი კოდის გამოყებას. შეინახავთ რახშირად გამოსაყენებლ და და სხვა კოდებს ბიბლიოთეკაში, შეძლებთ მათ გამოყენებას სხვა და სხვა პროექტებში. ასევე შესაძლებელია დამალოთ რთული და ძნელად გასაგები კოდები.

Sketch Folder გამოჩენს იმ დირექტორიას სადაც შენახული გაქვთ sketch-ები. Add File-ის საშუალებით შესაძლებელიადაუმატოთ თქვენს sketch-ს სხვა ფაილები,რითაც დიდი sketch შეიძლება დაიყოს პატარა ნაწილებად და შემდეგ უკვე პატარა ზომის sketch-ების სახით დაემატოს მთავარe sketch-ს.

სურ. 1-21. Tools მენიუ

მენიუ Tools ( სურ. 1-21) გაერთიანებულია რამოდენიმე სერვისი. შეგიძლიათ აირჩიოთ არდუინოს ტიპი და Serial Port, ისევე როგორც პირველი დაყენების(ინსტალაციის)დროს. Auto Format დააფორმატებს კოდს უფრო ადვილად აღსაქმელ ფორმატში.Archive Sketch შეკუმშავს sketch-ს ZIP ფორმატში და მონიტორზე გამოსული შეტყობინებით

სურ. 1-22. Atmel ATmega მიკროკონტროლერი (ჩიპი)

შეგეკითხებათ თუ სად გსურთ მისი შენახვა, Burn Bootloader შექმნის არდუინოს Bootloader-ს მისი ჩიპისთვის. ეს სერვისი გამოიყენება თუ გაქვთ AVR პროგრამატორი და თუ შეცვალეთ არდუინოს ჩიპი (Atmel-ის მიკროკონტროლერი), ან შეიძინეთ ახალი ჩიპი თქვენი პროექტისათვის. თუ არა აპირებთ ბევრი ჩიპის დაპროგრამებას, მაშინ უკეთესია და თანაც იაფი, შეიძინოთ უკვე დაპროგრამებული Atmegaჩიპი (სურ. 1 -22). ბევრი ინტერნეტ მაღაზია სთავაზობს კლიენეტებს უკვე დაპროგრამებულ იაფ პროცესორებს.

მენიუ Help-ს დიდი წარდგენა არ უნდა ჭირდებოდეს, რადგან როგორც წესი მასში ჩართულია ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, არდუინოს და სხვა სასრგებლო ვებ გვერდებისბმულები.

Arduino IDE საკმაოდ მარტივი, ადვილად გასაგები და ასათვისებელია. შემდგომში რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენთ არდუინოს გამოყენებასა და C-ზე პროგრამირებაში (არდუინოსათვის გამოყენებული პროგრამირების ენა), მოგინდებათ და აუცილებლად მოგინდებათ ფრთების გაშლა, შეგიძლიათ გადახვიდეთ რაიმე უფრო უკეთეს, მეტი ფუნქციის მქონე და პროფესიონალურ IDE პროგრამატორებზემაგ. Eclipse, ArduIDE, GNU/Emacs, AVR-GCC, AVR Studio, Apple’s XCode და სხვა.

ყველაფერი შეერთებული, ჩატვირთული და შომოწმებულია. უკვე გვაქვს წამოდგენა თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი IDE. წინ გველოდება პირველი პროექტი – LED Flasher – შუქდიოდის ციმციმა.

One Response to Arduino (დასაწყისი)

  1. scienceasm says:

    წიგნის თარგმანი ქვეყნდება forum.ge – ზე Hinkalino-ს მიერ.
    დამატებითი შეკითხვები თემაში
    ==========================================
    “Arduino ს ინტერფეისი”
    ==========================================
    http://forum.ge/?f=48&showtopic=34393677

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: