პროექტი №3 – შუქნიშანი

ამ პროექტში გავაკეთებთ დიდ ბრიტანეთში მოქმედი შუქნიშნის მოდელს. ჩვენთვის მთავარია მისი მუშაობის პრიციპის გარკვევა. შუქნიშნის მოქმედების ზოგადი პრინციპი ყველგან საერთოა. წითელ შუქს მოსდევს ყვითელი, შემდეგ მწვანე და ყველაფერი იწყება თავიდან.

ამ გაკვეთილისთვის საჭიროა:

 1) სამაკეტო დაფა

 

 2) წითელი შუქდიოდი

 

3) ყვითელი შუქდიოდი

 

4) მწვანე შუქდიოდი

5) 3 ცალი 150Ω წინაღობა*

6) სამონტაჟო მავთულები

*წინაღობის ზუსტი მნიშვნელობა დამოკიდებულია გამოყენებულ შუქდიოდზე.

სქემის აწყობა.

ყურადღებით დააკვირდით და ააწყვეთ სურ. 2-6-ზე მოყვანილი წრედი. ამ წრედში შუქდიოდების ანოდები მიერთებულია არდუინოს შესაბამის ციფრულ კონტაქტებთან 8, 9 და 10.ხოლო კათოდები კი 150Ωწინაღობების გავლით მიწაზე, კორპუსზე, მინუსზე.

სურ. 2-6.შუქნიშნიშნის წრედი

წინაღობის მიერთების ადგილს (იქნება ეს ანოდი თუ კათოდი) ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.

კოდის შეყვანა.

აკრიფეთ, შეამოწმეთ და ჩატვირთეთ არდუინოში ქვემოთ მოყვანილი კოდი. ამ კოდის მუშაობას არ ჭირდება დამატებითი ახსნა. კომეტარებში მოცებული განმარტებები სავსებით საკმარისია. სავარჯიშოდ შეცვალეთ კოდში მოცებული ნათების და დაყოვნების დროები, ასევევ შუქდიოდების ნათების თანმიმდევრობა, მათი კომბინაცია და ა.შ.

// პროექტი №3 -შუქნიშანი.
int ledDelay = 10000; // 10 წმ შეყოვნება გადართვებს შორის
int redPin = 10;
int yellowPin = 9;
int greenPin = 8;
void setup() {
     pinMode(redPin, OUTPUT); 
     pinMode(yellowPin, OUTPUT); 
     pinMode(greenPin, OUTPUT);
}
void loop() {
     digitalWrite(redPin, HIGH); // წითელი შუქდიოდის ჩართვა 
     delay(ledDelay); // 10წმ დაყოვნება
          digitalWrite(yelloWPin, HIGH); // ყვითელი შუქდიოდის ჩართვა
          delay(2000); // 2წმ დაყოვნება
          digitalWrite(greenPin, HIGH); // მწვანე შუქდიოდის ჩართვა
     digitalWrite(redPin, LOW); // წითელი შუქდიოდის გამორთვა
     digitalWrite(yellowPin, LOW); // ყვითელი შუქდიოდის გამორთვა
     delay(ledDelay); // დაყოვნება ledDelay მლწმ-ით (იხ. კოდის დასაწყისი)
          digitalWrite(yellowPin, HIGH); // ყვითელი შუქდიოდის ჩართვა
     digitalWrite(greenPin, LOW); // მწვანე შუქდიოდის გამორთვა
          delay(2000); // 2წმ დაყოვნება
          digitalWrite(yellowPin, LOW); // ყვითელი შუქდიოდის გამორთვა
          // ამის შემდეგ ციკლი იყწება თავიდან
}

სურ. 2-7.დიდ ბრიტანეში მიღებული შუქნიშნის მუშაობის თანმიმდევრობა.

One Response to პროექტი №3 – შუქნიშანი

  1. scienceasm says:

    წიგნის თარგმანი ქვეყნდება forum.ge – ზე Hinkalino-ს მიერ.
    დამატებითი შეკითხვები თემაში
    ==========================================
    “Arduino ს ინტერფეისი”
    ==========================================
    http://forum.ge/?f=48&showtopic=34393677

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: