MSL Curiosity

MSL  (Mars Science Laboratory)-ზე მუშაობა დაიწყო 2004 წელს, ხოლო გაშვება დაგეგმილი იყო 2009 წლისთვის, მაგრამ
დაახლოვებით 2 წლით გადაიდო Curiosity-ის ძრავის რედუქტორში კონსტრუქციული დეფექტის გამო. Curiosity დაახოვებით 5 ჯერ დიდია ვიდრე წინამორბედი მარსმავალი. მის ოპერაციულ სისტემაზე და პროგრამებზე მუშაობდა 100-მდე პროგრამისტი, და გააგრძელებს სისტემაში ცვლილებების შეტანას მთელი მისის განმალობაში.

მარსმავალ curiosity-ს სული და გონება რათქმაუნდა მისი კოპიუტერია. ამ შემთხვევაში ეს არის BAE-s წარმოებული RAD750 ერთ დაფიანი კომპიუტერი, ეწ. single-board comuter (Motherboard, RAM, ROM, და CPU). თუ არ გაქვს წარმოდგენა nasa-ს მუშაობის მეთოდებზე, ერთი შეხედვით შეიძლება ივარაუდო თუ როგორი შეიძლება იყოს ყველაზე კომპლექსური რობოტის საბორტო კომპიუტერი რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ. იფიქრებ რომ სულ მცირე რამოდენიმეჯერ მეტი მწარმოებლურობის იქნება ვიდრე ყველაზე თანამედროვე დესკტოპ კომპიუტერია. მაგრამ რიალური მონაცემები საკმაოდ პარადოქსულია:
ტაქტური სიხშირე ———————– 200MHz
ოპერატიული მეხსიერება (DRAM) — 256MB
მუდმივი ფლეშ მეხსიერება ———— 2GB
მამოშვების თარიღი ——————— 2001წ
ღირებულება —————————– 200 000$


ჩვეულებრივ ასეთი მონაცემების კომპიუტერის ადგილი ისტორიის მუზეუმშია, მაგრამ მისი საიმედოობის ხარისხის და რადიაციული გამოსხივებისგან დამცავი ტექნოლოგიის ხარჯზე, კოსმოსური პროექტებისთვის ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი კომპიუტერია. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად სისულელეა 2011 წლის პროექტისთვის 10 წლის კომპიუტერი გამოიყენო, მაგრამ როგორც ჩანს ეს nasa-ს კონსერვატიული მიდგომის ბრალია საკითხის მიმართ.

პროგრამული ნაწილი
პროგრამულ ნაწილშიც nasa ძველ ნაცად მეთოდებს მიმართავს და 27 წლის წინანდელი ოპერაციული სისტემის VxWorks-ის იმედზეა. რათქმაუნდა ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა სისტემის განახლება,
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაშვების შემდეგ
პირველი რაც გააკეთეს, Curiosity-ს ახლიდან განუახლეს ოპერაციული სისტემა, რადგან სანამ მარსამდე მიაღწევდა მანამდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სისტემაში.

ინსტრუმენტალური აღჭურვილობა
Curiositi ნამდვილი სამეცნიერო ლაბორატორიაა თავისი მრავალფეროვანი აღჭურვილობით. ესენია, 17 კამერა აქედან 4 მაღალი გარჩევადობის (2 მაგაპიქსელი) CCD. ერთერთი MastCam იღებს მაღალი გარჩევადობის ფერად სურათებს და 720p ვიდეოს კადრების სიხშირით 10fps. კამერა რომელიც დამაგრებულია რობოტის ხელზე იღებს ქვების და ქვიშის მიკროსკოპულ სურათებს. ასევე სამეცნიერო ღირებულებით ყველაზე მნიშვნელოვანი კამერაა ChemCam, რომელიც ლაზერის სხივით დასხივებული ობექტიდან იღებს მეორად გამოსხივებას და გამოსხივების სპექტრული ანალიზის შედაგათ ხდება ობიექტის ქიმიური შემადგენლობის დადგენა. ერთერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინსტრუმენტია რუსული წარმოების წყლის ნეიტრონული დეტექტორი (DAN).


curiosity -ი კუთხეებში დამონტაჟებულია შავთეთრი ეწ. Hazcam (Hazard avoidans cameras) კამერები, რომლებიც მის გარშემო ქმნიან სამგანზომილებიან რუკას, ხოლო შემდგომში მოცემული რუკა გამოიყენება ავტონომიური ნავიგაციისთვის. რობოტის ხელზე დამაგრებულია ინსტრუმენტების ნაკრები ნიადაგიდან და კლდოვანი ფენებიდან ნიმუშების მოსაპოვებლთ. curiosity ახდენს აღებული ნიმუშების ლაბორატორიულ ანალიზს და შედეგებს უგზავნის მართვის ცენტრს დედამიწაზე.

კომუნიკაცია
Curiosity-სთან კავშირი უზრუნველყოფილია როგორც მარსის ხელოვნული თანამგზავრებიდან ავევე პირდაპირ დადამიწასთან. თანამგზავრებთან
Mars Odyssey, Mars Reconnaissance Orbiter and ESA’s Mars Express კავშირი ხდება ეწ. X-Band 8 – 12 GHz-იან ზოლში, ხოლო ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეა 256Kbit/s და 2Mbit/s, მაგრამ თვითოეულ თანამგზავრთან კავშირის ხანგრლივობა შეადგენს მხოლოდ 8 წუთს დღეში.
პირდაპირი კავშირი დედამიწასთან ხდება შედარებით დაბალი სიხშირის დეციმეტრულ UHF დიაპაზონში, შესაბამისად ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეც მცირეა და შეადგენს 32Kbit/s.

კვების ბლოკი
კვების ბლოკი წარმოადგენს პლუტონიუმის რადიოიზოტოპურ თერმოელექტრულ გენერატორს, რომელიც 1000 ვატ სითბური ენერგიიდან ელექტრო ენერგიად გარდაქმნის მხოლოდ 125ვატ-ს დანარჩენი სითბური ენერგიის ნაწილი ხმარდება Curiosity-ის ცალკეული სისტემების გათბობას. გენერატორის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია : რადიოაქტიური პლუტონიუმის ატომები ბუნებრივი დაშლით გარდაიქმნება სტაბილურ ატომებათ და შედაგად გამიყოფა სითბო, ხოლო სითბო ელექტროენერგიად გარდაიქმნება თერმოწყვილური ბატარეიის საშუალებით. გენერატორი უზრუნველყობს სტაბილურად ენერგიის მიწოდებას 14 წლის განმავლობაში.

პანორამული სურათები 

Curiosity-ს ინტერაქტიული მოდელი

twitter.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: