პროექტი № 9 – ღია ცეცხლის ეფექტი

დაგვჭირდება:
წითელი შუქდიოდი                       
2 ცალი ყვითელი შუქდიოდი       
3 ცალი რეზისტორი                         

სქემის აწყობა.

სქემა იგივე რაც მერვე პროექტში. ოღონდ მწვანე და ლურჯი შუქდიოდების ნაცვლად ვიყენებთ ორ ყვითელ შუქდიოდს. აქაც სამივე შუქდიოდს ჩამოაფარეთ თეთრი ქაღალდის ცილიდრი, ან პინგ-პონგის გახვრეტილი ბურთი, პატარა აბაჟურის მსგავსად. რომელიც საჭიროა სამი ფერის დიფუზიური გაბნევა-შერევისათვის.

სურ. 3-6.

პროგრამული კოდი .

აკრიფეთ ქვემოთ მოყვანილი კოდი, შეამოწმეთ და ჩატვირთეთ არდუინოში.

// პროექტი № 9 – ღია ცეცხლის ეფექტი

int ledPin1 = 9;
int ledPin2 = 10;
int ledPin3 = 11; 
void setup()
{
    pinMode(ledPin1, OUTPUT);
    pinMode(ledPin2, OUTPUT);
    pinMode(ledPin3, OUTPUT);
} 
void loop()
{
    analogWrite(ledPin1, random(120)+135);
    analogWrite(ledPin2, random(120)+135);
    analogWrite(ledPin3, random(120)+135);
    delay(random(100));
}

თუ ყველაფერი სწორად არის შესრულებული, უნდა მივიღოთ ცეცხლის ალის სიმულაცია..

კოდის განხილვა.

მოკლედ განვიხილოთ კოდი. პირველი რაც გავაკეთეთ, გამოვაცხადეთ integer ტიპის ცვლადები და მივანიჭეთ მათ იმ კონტაქტების ნომრები რომლებზეც მიერთებულია შუქდიოდები.

int ledPin1 = 9;
int ledPin2 = 10;
int ledPin3 = 11;

შემდეგ ეს კონტაქტები გამოვაცხადეთ როგორც გამომავალი.

pinMode(ledPin1, OUTPUT);
pinMode(ledPin2, OUTPUT);
pinMode(ledPin3, OUTPUT);

პროგრამის მთავარი ციკლი აგზავნის შემთხვევით მნიშვნელობებს [0;120]; და დამატებული 130(მაქსიმალური ნათების მისაღებად) PWM ტიპის კონტაქტებზე 9, 10, and 11:

analogWrite(ledPin1, random(120)+135);
analogWrite(ledPin2, random(120)+135);
analogWrite(ledPin3, random(120)+135);

და ბოლოს შემთხვევითი ხანგრძლივობის დაყოვნება.

delay(random(100));

რომლის შემდეგ ციკლი განმეორდება, და მივიღებთ ციმციმის ეფექტს.

Advertisements

One Response to პროექტი № 9 – ღია ცეცხლის ეფექტი

  1. scienceasm says:

    წიგნის თარგმანი ქვეყნდება forum.ge – ზე Hinkalino-ს მიერ.
    დამატებითი შეკითხვები თემაში
    ==========================================
    “Arduino ს ინტერფეისი”
    ==========================================
    http://forum.ge/?f=48&showtopic=34393677

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: