პროექტი № 13 – კაკუნის პეზო სენსორი

როგორც უკვე ვიცით, პიეზო კრისტალზე ძაბვის მოდების დროს კრისტალი იცვლის ზომას და შედეგად კრისტალი გამოცემს ბგერით ტალღას. ასევე პიეზო კრიტალზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად კი წამოიქმნება ძაბვა. სწორედ ამ ბოლო თვისებას გამოვიყენებთ წინამდებარე პროექტში.

დაგვჭირდება

პიეზო დინამიკი     dporgkpsorkg

ორკონტაქტიანი ტერმინალი  'zkjsdv'kjav

შუქდიოდი  osidhugwoueirg

1Mწინაღობა   fuhgpsiug

* შეგიძლიათ პიეზო ელემენტის გამომყვანებს მიარჩილოთ 22 awg მავთული(იხ. გაკვეთლი 1, სურ. 2-8.) და ჩართოთ დაფაში, ან არდუინოში.

სქემის აწყობა.

opdisfvpejfv

სურ. 4-3. სქემა მე-13-ე პროექტისთვის – კანუნის პიეზო სენსორი

პროგრამული კოდი

// Project 13 - კაკუნის პიეზო სენსორი
int ledPin = 9; // შუქდიოდი მე-9 გამომყვანზე
int piezoPin = 5; // პიეზო მიერთებულია მე-5 ანალოგურ გამომყვანზე
int threshold = 120; 
// სესორის საწყისი მინიშვნელობა 120 მის გააქტიურებამდე
int sensorValue = 0; // ცვლადი რომელიც ინახავს სენსსორიდან 
// მიღებული სიგნალის სიდიდეს 
float ledValue = 0; // შუქდიოდის ნათების სიდიდე.

void setup() {
   // ledPin განსაზღვრულია როგორ გამომავალი კონტაქტი
   pinMode(ledPin, OUTPUT);
   //პროგრამის გაშვებისას შუქდიოდი აინთება ორჯერ   
   digitalWrite(ledPin, HIGH); 
   delay(150); 
   digitalWrite(ledPin, LOW); 
   delay(150);
   digitalWrite(ledPin, HIGH); 
   delay(150); 
   digitalWrite(ledPin, LOW); 
   delay(150);
}

void loop() {
   sensorValue = analogRead(piezoPin);//სესორის მიშვნელობის მიღება
   if (sensorValue >= threshold) { 
      // თუ კაკუნია რეგისტრირებული, შუქდიოდი აინთოს მაქსიმუმადე
      ledValue = 255;
   }
   // ნათების სიდიდის გადაცემა შუქდიოზე
   analogWrite(ledPin, int(ledValue) );
   ledValue = ledValue - 0.05; // შუქდიოდი ჩაქრეს ნელა
   if (ledValue <= 0) { ledValue = 0;} 
   //ledValue ნულზე ნაკლები არ უნდა იყოს 
}

პროგრამის გაშვების დროს შუქდიოდი ორჯერ გაიციმციმებს და ჩაქრება. რაც ნიშნავს მზადყოფნას. ფრთხილად დაკაკუნეთ პიეზო ელემენტზე, ან დადეთ მაგიდის ზედაპირზე და დააკაკუნეთ მაგიდაზე, ან ორ თითს შუა მოაქციეთ და ფრთხილად დააწექით.

არდუონო დააფიქსირებს კაკუნს ან კრისტალზე მოდებულ დაწოლას. შუქდიოდი განათდება და დაიწყებს ნელა ჩაქრობას.

სხვა და სხვა ტიპის პიეზო ელემენტისათვის შეიძლება საჭირო გახდეს threshold-თვისგანსხვავებული საწყისი მნიშვნელობის მინიჭება. მისი დაბალი მნიშვნელობა ნიშნავს მეტ მგძნობიაროას, ხოლო მეტი მნიშვნელობა დაბალს.

კოდის განხილვა.

ზემოთ მოყვანილ კოდში ახალი არაფერია.

აქ გამოცხადებულია ცვლადები და მოცემულია კომენტარები:

int ledPin = 9; // შუქდიოდი მე-9 გამომყვანზე 
// პიეზო მიერთებულია მე-5 ანალოგურ გამომყვანზე
int piezoPin = 5; 
// სესორის საწყისი მინიშვნელობა მის გააქტიურებამდე
int threshold = 120; 
// ცვლადი რომელიც ინახავს სენსსორიდან მიღებული
// სიგნალის სიდიდეს
int sensorValue = 0; 
float ledValue = 0; //შუქდიოდის ნათების სიდიდე. 

setup ფუნქციაში ledPin გამოცხადებულია როგორც გამომავალი კონტაქტი. შუქდიოდი მოგვცემს ორ სწრაფ ნათებას, რაც არის პროგრამის მზადყოფნის ვიზუალური სიგნალი:

void setup() {
   pinMode(ledPin, OUTPUT);
   digitalWrite(ledPin, HIGH); 
   delay(150); 
   digitalWrite(ledPin, LOW); 
   delay(150);
   digitalWrite(ledPin, HIGH); 
   delay(150); 
   digitalWrite(ledPin, LOW); 
   delay(150);
}

პროგრამის მთავარ ციკლში ხდება მეხუთე ანალოგური კონტაქტიდან, რომელზეც პიეზო ელემენტია მიერთებული, მნიშვნელობის წაკითხვა.

sensorValue = analogRead(piezoPin);

შემდეგ, პროგრამული კოდი ამოწმებს არის თუა არა მიღებული სიგნალის სიდიდე მეტი ან ტოლი (>=) ვიდრე threshold-თვის მინიჭებული საწყისი მნიშვნელობა.და თუ მეტი ან ტოლი მაშინ ledValue-ს მიენიჭება 255, რას არის PWM ტიპის №9(Pin 9) ციფრული კონტაქტზე გამომავალი ძაბვის მაქსიმალური სიდიდე.

if (sensorValue >= threshold) {
    ledValue = 255;
}

და ეს სიდიდე გადაეცემა PWM Pin 9-ს. რადგან ledValue არის float ტიპის, საჭიროა მისი გარდაქნა integer ტიპად, რადგან analogWrite ფუნქციისათვის დასაშვებია მხოლოდ integer ტიპის ცვლადები:

analogWrite(ledPin, int(ledValue) );

შემდეგ ledValue ცვლადი მნიშვნელობა მცირდება, მას თანდათან აკლდება 0,05

ledValue = ledValue – 0.05;

და შუქდიოდი ნელა ჩაქრება თუ არ დაფიქსირდა ახალი კაკუნი.

თუ საჭიროა შუქდიოდის უფრო სწრაფად ან უფრო ნელა ჩაქრობა, მაშიმ 0,05-ის მაგიერ უნდა ავიღოთ შესაბამისად უფრო დიდი ან მცირე მნიშვნელობა.

Advertisements

One Response to პროექტი № 13 – კაკუნის პეზო სენსორი

  1. scienceasm says:

    წიგნის თარგმანი ქვეყნდება forum.ge – ზე Hinkalino-ს მიერ.
    დამატებითი შეკითხვები თემაში
    ==========================================
    “Arduino ს ინტერფეისი”
    ==========================================
    http://forum.ge/?f=48&showtopic=34393677

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: