UART (Universal Asynchronous Receiver/Transmitter)

October 9, 2011

თანამედროვე მიკროკონტროლერები თავის თავში შეიცავს სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიულ მოწყობილობებს, მათ შორის არის UART .
UART მოდული არის მიმდევრობითი ასინქრონული ინტერფეისის მოწყობილობა. ის შეიცავს ტაქტურ გენერატორებს, ძვრის რეგისტრებს და მონაცემთა ბუფერებს, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამოუკიდებალათ შეტანა/გამოტანისთვის პროგრამის შესრულების დროს.
UART მოდული მუშაობს ასინქრონულ რეჟიმში, რასაც თავისი ნაკლოვანებების გარდა, გამოყენების სფეროც გააჩნია. მაგალითად, იმ შემთხვევაში როდესაც ძნელია ან შეუძლებელია გამოიყოს ცალკეული არხი მონაცემების და ასევე ტაქტური სიგნალის გადასაცემად (მაგალითად რადოკავშირის ან ინფრაწითელ დიაპაზონში კავშირის დროს)

http://www.rose-hulman.edu/class/me/HTML/ME430_Material_2_0/Public/VideoLectureHandouts/UART_Communication.pdf

http://www.mikroe.com/eng/chapters/view/16/chapter-3-pic16f887-microcontroller/

http://easyelectronics.ru/avr-uchebnyj-kurs-peredacha-dannyx-cherez-uart.html

 

Advertisements

SPI (Serial Peripheral Interface Bus)

September 9, 2011

SPI არის მიმდევრობითი კომუნიკაციის სისტემა რომელიც ისევე რიგირც I²C მუშაობს “Master-Slave” პრინციპით და სრულდება ოთხი სადენის საშუალებით, ამათგან ერითი განკუთვნილია მონაცემების გადაცემისთვის მეორე მიღებისთვის, მესამე სინქრონიზაციისთვის, ხოლო მეოთხე დანიშნულია კომუნიკაციისთვის მოწყობილობის ასარჩევად.                                                                                                                                                                                                                                                                     I²C – სთან შედარებით SPI – ის მონაცემთა გადაცემი სიჩქარე გაცილებით მაღალია.


I²C(Inter Integrated Circuit)

September 6, 2011

 I²C   ინტერფეისი გამოიყენება მაშინ როდესაც ინტეგრალურ სქემებს შორის მანძილი პატარაა, ხშირ შემთხვაში მიკროსქემები რომლებიც I²C ინტერფეისით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან (მაგალითად მიკროკონტროლერი და მეხსიერების მიკროსქემა) მოთავსებულია ერთ დაფაზე. მოცემული ინტერფეისით კავშირი მოწყობილობებს შორის სრულდება ორი სადენის საშუალებით აქედან ერთი გამოიყენება მონაცემების მიღება–გადაცემისთვის, ხოლო მეორე სინქრონიზაციისთვის.                                              კომუნიკაცია მოწყობილობებს შორის ხდება ე.წ. “Master-Slave” (მენეჯერი–ინჯინერი :-))  პრინციპით  ანუ მოწყობილობებს შორის ერთი იქნება ყოველთვის Master–ი ხოლო ყველა დანარჩენი Slave-ი, გამომდინარე აქედან მასტერ მოდულს დაეკისრება წამყვანი როლი ინტერფეისის ჩამოყალიბებაში.  I²C შემთხვევაში დაშვებულია 112 სხვადასხვა Slave მოდულის გამოყენება. აღნიშნული ინტერფეისის ბაუნდრეიტი შეადგენს 100Kb/sec მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, ხოლო 10Kb/sec დაბალი სიჩქარის დროს, ასევე ბაზარზე არის ინტეგრალური სქემები ბაუნდრეიტ სიჩქარით 3,4Mb/sec. აღნიშნული ინტერფეისით ნოწყობილობებს შორი მანძილი შეზღუდულია ნამოდენიმე მეტრით.